|
2021-11-25 11:55:07, 679 ნახვა
პოლიტიკა
ანრი ოხანაშვილი - შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც „ენმ“ არ აცხადებს ბოიკოტს? მალე საკუთარ თავს გამოუცხადებენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევნის გამჭვირვალე ფორმა, რომელიც არ არსებობდა 2019 წლამდე, უპრეცედენტოა. ოხანაშვილი ოპოზიციის ბოიკოტსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკის მიღმაა გასული და მმართველი გუნდისთვის ეს არაფერს ნიშნავს. „უპრეცედენტოა საქართველოს ისტორიაში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის ასეთი გამჭვირვალე ფორმა, ის არ არსებობდა 2019 წლამდე და „ქართული ოცნების“ გუნდის დამსახურებით ჩვენ შევძელით მიგვეღწია ასეთი გამჭვირვალე პროცესის წარმართვის და ყველას, საზოგადოებას აქვს სრული მონიტორინგის შესაძლებლობა, თუ როგორ წარიმართება პროცესი. შეგიძლიათ დაასახელოთ საკითხი, რომელზეც არ აცხადებს „ნაციონალური მოძრაობა“ ბოიკოტს? მე მგონი საკუთარ თავს გამოუცხადებენ ცოტახანში ბოიკოტს ასე რომ, აბსოლუტურად პოლიტიკის მიღმა არიან ეს ადამიანები გასულები, ეს მათი არჩევანია, მილევად რეჟიმში არიან, ფაქტი ეს არის, ასე რომ, ეს ჩვენთვის არაფერს არ ნიშნავს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)