03:56 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 14:33:56, 1443 ნახვა

მსოფლიო
თურქეთის ოპოზიცია ერდოღანის გადადგომას ითხოვს

თურქეთის მთავარი ოპოზიციური ძალის "რესპუბლიკური სახალხო" პარტიის, ლიდერმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ ქვეყნის პრეზიდენტი რეჯებ-ტაიბ ერდოღანი არაკომპეტენტურობაში დაადანაშაულა და ვადამდელი არჩევნების ჩატარება მოითხოვა. ამ ფონზე თავად სახელმწიფოს მეთაურმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ისე, როგორც დაგეგმილი იყო - 2023 წლის ივნისში.

"რესპუბლიკური სახალხო" პარტიის საპარლამენტო ჯგუფის შეხვედრისას, ქემალ ქილიჩდაროღლუმ ერდოღანს უწოდა "ეროვნული უსაფრთხოების პრობლემა" თურქეთში.

თავის მხრივ, "მომავლის" პარტიის ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და მოქმედი პრეზიდენტის ოდესღაც ახლო თანამოაზრემ, აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ ერდოღანის მთავრობის დამოკიდებულება ეკონომიკის მიმართ არის „არა მხოლოდ უცოდინრობა, არამედ ქვეყნის ღალატი. "

ყოფილმა ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ალი ბაბაჯანმა, რომელიც ოპოზიციურ "დემოკრატიისა და პროგრესის" პარტიას ხელმძღვანელობს, ასევე მკვეთრად გააკრიტიკა ერდოღანი და განაცხადა, რომ მან "არ იცის რას აკეთებს".

თურქეთში ეროვნული ვალუტის კურსის რეკორდულმა ვარდნამ პროტესტი გამოიწვია, - ანკარასა და სტამბოლის მოსახლეობა ქოთნებითა და ტაფებით ქუჩებში გამოვიდნენ და მთავრობისა და მმართველი პარტიის "სამართლიანობისა და განვითარების" (AKP) ლიდერების გადადგომის მოითხოვეს. აქციის მონაწილეები ჰიპერინფლაციის შიშობენ. თურქული გამოცემების Duvar-ის და Cumhuriyet-ის  ცნობით, ანკარაში პოლიცია მათ აღკვეთას ბარიერით ცდილობდა, პოლიციასთან მცირე დაპირისპირების შემდეგ, მსვლელობა მაინც გაგრძელდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics