19:05 - 14 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 12:34:50, 452 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძემ სასტუმრო „ლეოგრანდში“ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ახალარჩეულ მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად სასტუმრო „ლეოგრანდში" 2017 წელს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ „ლეოგრანდის" ტრაგედიას. იმ ადამიანებს, ვინც დავკარგეთ. კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს. ჩვენი ვალია მათი სახელის პატივისცემა. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ უსაფრთხოების დაცვა ყველა ობიექტში, იქნება ეს სასტუმრო თუ სხვა ტიპის დაწესებულება, მნიშვნელოვანია და ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს," - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

2017 წელს ბათუმში, ხუთვარსკვლავიან სასტუმრო „ლეოგრანდში" გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა საქართველოს ათი მოქალაქის და ერთი ირანელის სიცოცხლე  შეიწირა. 20-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, იყვნენ უცხოელი ტურისტებიც.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გეგელია - იმ ფონზე, როცა უკრაინა და მოლდოვა წინ მიდიან, საქართველო არის სრულ ჩიხში და იზოლაციაში
ჩინეთმა რუსეთთან ახალი გაზსადენი „სიბირის ძალა 2“-ის შესახებ მოლაპარაკებები შეაჩერა
თანამდებობის პირებმა 8 თვეში 24 მილიონი ლარის საჩუქრები მიიღეს – TI
N1 ქსელი სამოგზაუროდ - "სელფის" როუმინგის კამპანია -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics