|
2021-11-24 09:29:01, 676 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი, არ არის საინტერესო ჩემთვის
მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ მეგობართა კლუბები. ვგულისხმობ ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებულ ე.წ ექსპერტებს, რომლებიც დღესაც აქტიურობენ და არა ქვეყნის მეგობართა კლუბებში, არამედ პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ მათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მარტივი ასახსნელია, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი. „ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ჩვენი ქმედებით დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, დაგეგმილ საინფორმაციო, ფსიქოლოგიურ ომს ვუპასუხოთ ჩვენი საქმით. ბოლო ცხრა წლის განმავლობაში ჩვენ ყველა მიმართულებით გვქონდა ხელშესახები პროგრესი. ყოფილი ხელისუფლების მეგობართა კლუბები არსებობენ, მათ შორის, ევროპაში, აშშ-ში და მათი განცხადებები ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის აბსოლუტურად უინტერესოა. მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა" იყო ხელისუფლებაში, მათ მოახერხეს და შექმნეს ე.წ მეგობართა კლუბები. ვგულისხმობ ევროპარლამენტარებს, კონგრესმენებს და სხვადასხვა ანალიტიკურ ცენტრებში დასაქმებულ ე.წ ექსპერტებს, რომლებიც დღესაც აქტიურობენ და არა ქვეყნის მეგობართა კლუბებში, არამედ პირადი ნაცნობობა და მეგობრობა აკავშირებთ მათ. მათ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონები აქვთ დახარჯული. სახელმწიფო ბიუჯეტიდან და არა პირადი ან პარტიის შემოწირულობებიდან. შესაბამისად, ჩემთვის მარტივი ასახსნელია, რას იტყვის რომელიმე მიკერძოებული ევროპარლამენტარი ან კონგრესმენი - არ არის საინტერესო ჩემთვის, მითუმეტეს, ჩვენი მოსახლეობისთვის არ უნდა იყოს საინტერესო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)