03:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-23 17:41:39, 1463 ნახვა

მსოფლიო
ვლადიმერ პუტინი, ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი 26 ნოემბერს შეხვედრას გამართავენ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 26 ნოემბერს შეხვედრას გამართავენ, - ინფორმაციას კრემლი ავრცელებს.

კრემლის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა სოჭში რუსეთის პრეზიდენტის ინიციატივით, სამმხრივი მოლაპარაკებების ფარგლებში გაიმართება.

კრემლის ინფორმაციით, დაგეგმილია სამი ქვეყნის ლიდერების მიერ 2020 წლის 9 ნოემბრით და 2021 წლის 11 იანვრით დათარიღებული შეთანხმებების შესრულების, ასევე რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებისა და მშვიდობიანი ცხოვრების დამყარებისთვის შემდგომი ნაბიჯების განხილვა.

მათივე ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა სავაჭრო, ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირების აღდგენა-განვითარებას.

გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია ვლადიმერ პუტინის ცალკე საუბარი ილჰამ ალიევთან და ნიკოლ ფაშინიანთან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics