|
2021-11-17 12:13:54, 2346 ნახვა
პოლიტიკა
ოპოზიციამ პარასკევს, 15:00 საათზე სამ ლოკაციაზე აქცია–მსვლელობები დააანონსა
გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისში პარასკევს, 15:00 საათზე სამი ლოკაციიდან საპროტესტო აქცია–მსვლელობა დაანონსა. აღნიშნულის შესახებ ოპოზიციის საგანგებო ბრიფინგზე ნიკა მელიამ განაცხადა. როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, 15:00 საათზე აქცია–მსვლელობები დაიწყება მეტროსადგურებიდან „ავლაბარი“, „სადგურის მოედანი" და „სახელმწიფო უნივერსიტეტი". „ყველას გვაქვს ერთი მიზანი, რომ არ მოხდეს ის, რაც მოხდა რუსეთში, რაც მოხდა ბელორუსიაში, რუსული ტიპის ავტოკრატიამ საქართველოში ფესვები ვერ უნდა გაიდგას. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ საპროტესტო მძლავრ, უწყვეტ, არაძალადობრივ მოძრაობას და მივიღეთ გადაწყვეტილება, ერთობლივად, რომ გაიმართოს პარასკევს, 15:00 საათზე თბილისში სამ განსხვავებულ გეოგრაფიულ ლოკაციიდან მსვლელობა, მანიფესტაცია, დემონსტრაცია. გელოდებით შემდეგ ადგილებზე, მეტრო ავლაბართან, 15:00 საათზე, სადაც შეიკრიბება „ნაცმოძრაობის“ მხარდაჭერთა ჯგუფი, მეტროსადგურ „ვაგზლის მოედანთან“, მსვლელობას სათავეში ჩაუდგება პარტია „ლელო“ და მესამე ლოკაცია, მეტროსადგური „უნივერსიტეტი“, სადაც მსვლელობას სათავეში ჩაუდგება „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროას“ ლიდერები“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)