|
2021-11-17 10:21:35, 724 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის ომბუდსმენმა მიხეილ სააკაშვილზე ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას მიაწოდა
უკრაინის სახალხო დამცველმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო თანამეგობრობას და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიაწოდა. ამის შესახებ უკრაინის ომბუდსმენმა სოციალურ ქსელსი დაწერა. „უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევის შესახებ ინფორმაცია მივაწოდე ადამიანის უფლებების საკითხში გაეროს უმაღლეს კომისარს, მიშელ ბაჩელეტს, ეუთოს ხელმძღვანელს, ან ლინდეს, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, დუნია მიატოვიჩს, გაეროს წამების პრევენციის კომიტეტს, წამებისა და სხვა სახის სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის და დასჯის პრევენციის ევროპულ კომიტეტს ადამიანის უფლებათა დამცველ 9 საერთაშორისო ორგანიზაციას უკრაინაში და უკრაინაში აკრედიტებულ 78 დიპლომატიურ მისიას. ვიმედოვნებ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ყურადღების გამახვილება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე უზრუნველყოფს მისი სიცოცხლის, უსაფრთხოების, შესაბამისი სამედიცინო დახმარების მიღებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლებებს", - წერს უკრაინის სახალხო დამცველი. ცნობისთვის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 48-ე დღეა შიმშილობს.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)