03:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-16 13:38:09, 1283 ნახვა

მსოფლიო
ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მალე დადგება არჩევანი რუსულ გზასა და უკრაინის მხარდაჭერას შორის

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მალე დადგება არჩევანი რუსულ გაზსა და უკრაინის მხარდაჭერას შორის.

აღნიშნული განცხადება ბორის ჯონსონმა ლონდონის მერის ბანკეტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა და უკრაინა–რუსეთს შორის დაპირისპირებას გამოეხმაურა.

„როდესაც ვამბობთ, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის სუვერენიტეტსა და მთლიანობას, ეს იმიტომ არ ხდება, რომ ჩვენ გვინდა, რუსეთის მოწინააღმდეგეები ვიყოთ, ან გვსურს სტრატეგიულად ალყაში მოვაქციოთ, ან ძირი გამოვუთხაროთ ამ დიდ ქვეყანას. არასდროს დაგვავიწყდეს, რომ სწორედ რუსულმა სისხლმა მოგვცა ნაციზმის დამარცხების საშუალება. ეს ხდება, რადგან ჩვენ გვაქვს ვალდებულება დემოკრატიისადმი და თავისუფლებისადმი, რომელსაც ახლა იზიარებს ევროპული კონტინენტის დიდი მასა“, – აღნიშნულია ბორის ჯონსონის განცხადებაში.

ცნობისთვის, 11 ნოემბერს გამოცემა Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ ევროპას უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის გეგმის შესახებ აფრთხილებდა. გამოცემა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა შესაძლო სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებული შეშფოთების მიზეზები ევროპელ კოლეგებს გააცნეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics