20:56 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-15 11:30:45, 617 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო - პარადოქსია, პოლიტიკოსები უფრო აქტიურობენ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხით, ვიდრე ექიმები

პარადოქსია,, რომ პოლიტიკოსები უფრო აქტიურობენ ჯანმრთელობის საკითხებით, ვიდრე ექიმები, - ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, დავით სერგეენკომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით,პოლიტიკოსები, რომლები ითხოვენ ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, ელიან, რომ გააქტიურდება პოლიტიკური პროტესტი.

„ვუსურვებ, რომ ჯანმრთელობაზე იზრუნონ და შეწყვიტონ შიმშილობა. პარადოქსია ჩამოყალიბებული, რომ პოლიტიკოსები უფრო აქტიურობენ ჯანდაცვის საკითხებით, ვიდრე ექიმები. როგორც სასიცოცხლო პარამეტრები, ასევე ლაბორატორიული ინსტრუმენტული ტესტების პასუხები თვლადი და რაოდენობრივია, აქ ვერ გააკეთებ ორმაგ ინტერპრეტაციას. პოლიტიკოსები, რომლებიც კატეგორიულად ითხოვენ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, მათი, ჩემი აზრით, არც თუ ისე მცირე ნაწილი პოლიტიკურ შემადგენელს უყურებს და მოლოდინები აქვს, რომ ამ გადაყვანით პოლიტიკური პროტესტები გააქტიურდება“, - განაცხადა დავით სერგეენკო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics