|
2021-11-15 11:18:50, 649 ნახვა
პოლიტიკა
ადვოკატი - სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, პროცესი არ ჩაინიშნა მანამ, სანამ მისი მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ ექს-პრეზიდენტს დაცვის უფლება წართმეული აქვს და სასამართლო გაუქმებულია. როგორც ბასილაიამ ე.წ პიდჯაკების საქმეზე ჩანიშნულ სასამართლო პროცესზე შესვლამდე, ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში არგადაყვანა პენიტენციურს ჯერ კიდევ შაბათს ჰქონდა გადაწყვეტილი. მისივე თქმით, მოსამართლე კოჭლამაზაშვილი იღებდა დავალებას, არ ჩაენიშნა სასამართლო პროცესი მანამ, სანამ ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდებოდა. „დღეს კიდევ ერთხელ ვხდებით მოწმე, რომ მიხეილ სააკაშვილს დაცვის უფლება წაართვეს, რომ სასამართლო გაუქმებულია. ჯერ კიდევ შაბათ დღეს იცოდა სასამართლომ, რომ პენიტენციური არ აპირებდა მიხეილ სააკაშვილის გადმოყვანას სასამართლოში. სასამართლო პროცესი არ ჩაინიშნა მანამ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად არ დამძიმდა. პირადად მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილი იღებდა დავალებას, რომ ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა არ იქნებოდა იმდენად მძიმე, რომ ვერ გადმოიყვანდნენ სასამართლოში, მანამდე არ ჩაენიშნა პროცესი“, - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)