|
2021-11-14 11:49:18, 791 ნახვა
პოლიტიკა
უილიამ კორტნი - დასავლელი მეგობრები დაბნეულები არიან, რატომ აშორებენ მისი ლიდერები საქართველოს დასავლეთს
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში უილიამ კორტნი ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ ეხმაურება. კორტნის თქმით, საქართველოს დასავლელი მეგობრები დაბნეული არიან თუ რატომ მიჰყავს მთავრობას ქვეყანა დასავლეთიდან შორს. „საქართველოს დასავლელი მეგობრები დაბნეულები არიან, რატომ მიჰყავთ ქართველ ლიდერებს ქვეყანა დასავლეთიდან შორს. ეს ლიდერები მოელიან, რომ საქართველო სანდო მეგობრებს კიდევ სადმე იპოვის?" - წერს უილიამ კორტნი. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ Facebook-ზე ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ "საკითხი დგას მარტივად – ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს", ან ხელისუფლებას მოუწევს მათ "კრიმინალების მფარველები" უწოდონ. კობახიძის თქმით, ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ.
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)