|
2021-11-12 11:16:11, 394 ნახვა
პოლიტიკა
რატი ბრეგაძე - ვინ გვაბრალებს წამებას? - ის რეჟიმი, რომელსაც პატიმრები ჩაჰყავდა და მიცვალებულებზე აბამდნენ?!
„აქ არის სწორედ წყალგამყოფი, როდესაც ვინმე ბედავს და მსგავს ტყუილს ამბობს, როდესაც ვინმე ჩვენ გვაბრალებს წამებას. და ვინ გვაბრალებს წამებას? – ის რეჟიმი, რომელსაც პატიმრები ჩაჰყავდა და მიცვალებულებზე აბამდნენ?!" – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ „ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა. „მინდა, საზოგადოებამ იცოდეს სიმართლე. როდესაც ეს რეანიმობილი გაჩერდა, როგორც ამბობს ბატონი გვარამია, რომ თითქოსდა ეს რეანიმობილი ჩვენ გავაჩერეთ 30 მეტრის მოშორებით სპეციალურად, რომ, როგორც ის ამბობს, მერე გადმოგვეთრია პატიმარი და გვეთრია 30 მეტრი – რა არის? ბუნებრივია, ეს არის უკვე ღირსების შემლახავი მოპყრობა, ხომ?! თითქოსდა უნდა დაენახა ყველა სხვა პატიმარს, როგორ მიათრევდნენ სააკაშვილს, რაც არის მტკნარი სიცრუე, და ეს იხილა საზოგადოებამ – როგორ არის რეანიმობილი მიყენებული ზუსტად პირდაპირ პანდუსთან და სწორედ აქ მოხდა მისი გადმოყვანა", – განაცხადა რატი ბრეგაძემ. მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია იყო ტყუილი და მიზნად ისახავდა სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევას. „ეს იყო მორიგი ტყუილი, რომელიც მიზნად ისახავს ძალიან საშიშ ტენდენციას და ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტებზე მიზანმიმართული შეტევა, დასუსტების მცდელობა, რასაც ძალიან სახიფათო და გამოუსწორებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს საზოგადოებისთვის. და კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად, არ გვეშინია არც მათი ბულინგის, არც მათი ტროლების, არც მათი უზრდელური გამონათქვამების და არც მათი კუნთებზე ყურების; ამისი არავის ეშინია. ჩვენ ვართ ნებისმიერი სცენარისთვის მზად და, პირველ რიგში, იმისათვის, რომ ნებისმიერ ფასად დავიცვათ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა და უფლებრივი მდგომარეობა. ამაში ვერავინ შეგვიშლის ხელს", – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)