23:07 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-11 15:27:41, 843 ნახვა

პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა მსვლელობით სუს-ის შენობისკენ გადაინაცვლეს

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებმა ვაჟა-ფშაველას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობისკენ გადაინაცვლეს.

ადგილზე ოპოზიციის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილები. 

სამოქალაქო აქტივისტები, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშილის მიმართ არაადამიანურად მოპყრობის ფაქტს აპროტესტებენ და სკანდირებენ - „მიშა! მიშა!“. 

სუს-ის შენობასთან სამართალდამცველთა განსაკუთრებული მობილიზებაა.

ცნობისთვის, გუშინ, ოპოზიციის მიერ სამ ადგილას გამართულ აქციაზე, დაახლოებით ნახევარ საათში პოლიციმ 46 პირი დააკავა, მათ შორის არიან პოლიტიკოსები და აქტივისტებიც.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელმა სენატორები რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთურ სანქციებზე“ შეთანხმდნენ
WSJ: ტრამპი იმედგაცრუებულია პუტინით ომის სწრაფად მოგების შესახებ მისი დაპირებების შეუსრულებლობის გამო
თინათინ რუხაძე კულტურის მინისტრის თანამდებობას ტოვებს
მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ია მელითაური 5-დღიან პატიმრობაში გაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics