|
2021-11-05 16:10:07, 2595 ნახვა
სამხედრო
უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“დაიწყო
საომარ და კრიზისულ სიტუაციაში სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავებისა და ურთიერთქმედების დახვეწის მიზნით უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ცნობით, სწავლება წელს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით ტარდება, რომლის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობს. სწავლების განმავლობაში სასწავლო აუდიტორიას მოუწევს ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება. წელს სწავლებაში პირველად იქნება გამოყენებული ახალი სიმულაციური სისტემები VBS3 (ვირტუალური ბრძოლის ველი), რომელიც საშუალებას აძლევს საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ. „დიდგორი 2021“ ყველა სახელმწიფო უწყების სტრატეგიული და ოპერატიული დონის წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული, მათ შორის არიან პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და პრეზიდენტის მრჩეველი თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. სწავლებისთვის განკუთვნილი სივრცეები თანამედროვე ნატოს სტანდარტებით არის აღჭურვილი, რომელიც საერთო საჯარისო ცენტრშია განთავსებული. სწავლების გახსნის ოფიციალური ცერემონიალი კრწანისში, საერთო საჯარისო ცენტრსა და სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. სწავლებაში ჩართული უწყებების წარმომადგენლებს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა. მან სიტყვით გამოსვლისას სწავლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილე უწყებებს შორის კოორდინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. უწყებათშორისი სწავლება 8-12 ნოემბრის ჩათვლით წელს მერვედ ჩატარდება. „დიდგორი 2021“ წინა სწავლებებისგან შედარებით მასშტაბური და განსხვავებულია, რადგან საშტაბო ნაწილის გარდა საველე კომპონენტებსაც მოიცავს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)