04:56 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-04 17:20:07, 503 ნახვა

საზოგადოება
კასპში იოსებ მაღალაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩაატარდა

საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ კასპის საჭიდაო დარბაზში იოსებ მაღალაშვილის სახელობის რესპუბლიკური ტურნირი ჩაატარა. ტურნირი 2003 და 2005 წლებში დაბადებულთა შორის გაიმართა.

კასპის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, წონითი კატეგორიების მიხედვით კასპიდან პრიზიორები გახდნენ: ლევან მამულაშვილი (I ადგილი), ალეკო ხიზამბარელი და ვალერი იარღანაშვილი (II ადგილი), გიორგი ხიზამბარელი, ნუგზარ გელხაური და თორნიკე გორჯოლაძე (III ადგილი).

უწყების ცნობით, ტურნირს ესწრებოდა საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი, მსოფლიო ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში იოსებ მაღალაშვილი, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გელა ბერუაშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე, საქართველოს ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პირველი ვიცეპრეზიდენტი ოთარ ყურაშვილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics