02:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-02 15:28:13, 1154 ნახვა

მსოფლიო
ქაბულში სამხედრო ჰოსპიტალთან ორი აფეთქება მოხდა - არიან დაღუპულები

სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 34 დაიჭრა,  ავღანეთის უდიდეს სამხედრო ჰოსპიტალში ორი აფეთქების სედეგად - ინფორმაციას „Reuters”-ი თალიბანის უსაფრთხოების წარმომადგენელის განცხადებაზე დაყრდნობით, ავრცელებს.

მათი ცნობით, აფეთქებები მოხდა  400 - ადგილიანი  სარდარ მოჰამად დაუდ ხანის საავადმყოფოს შესასვლელთან. როგორც   შინაგან საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ქარი საიდ ხოსტიმ განაცხადა, რეგიონშუ უკვე გაგზავნეს უსაფრთხოების ძალები.

ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები საავადმყოფოში შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს უსაფრთხოების ძალების მიმართულებით.

მოძრაობა „თალიბანის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ავღანეთში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობას თავის თავზე ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ იღებს, ბოლო ხანებში საკმაოდ გახშირდა მსგასვი თავდასხმები, აქამდე მათი ძირითადი სამიზნე შიიტური მეჩეთები იყო.

2017 წელს ორგანიზაციის მიერ 400-ადგილიან საავადმყოფოზე განხორციელებულ თავდასხმას 30 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics