|
2021-11-01 15:52:12, 790 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა გვარამიას ინფორმციით, სააკაშვილის გადაყვანას გორის ჰოსპიტალში აპირებენ, შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მისი გატაცება
ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ გორის ჰოსპიტალში შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება. - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სააკაშილი კატეგორიულად არ აპირებს ციხის ჰოსპიტალშ გადასვლას. „ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, თუმცა ის კატეგორიულად არ აპირებს ციხის საავადმყოფოში გადასვლას. ინფორმაცია გვაქვს, რომ აპირებენ გორის ჰოსპიტალში გადაყვანას და ინფორმაცია გვაქვს ასევე, რომ გორის ჰოსპიტალში შესაძლოა, დაიგეგმოს ე.წ. ოსური სპეცრაზმის მიერ მიხეილ სააკაშვილის გატაცება. არსებობს რეფერალური კლინიკა, სადაც ყველა პატიმარი გადაჰყავთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და კეთილი ინებონ და გადაიყვანონ იქ, ნუ აკეთებენ გამონაკლისებს სააკაშვილის წინააღმდეგ“, - განაცხადა გვარამიამ.
იანვარში მომიტინგეების სიკვდილით დასჯის გამო ირანში ახალი საპროტესტო აქციები გაიმართა
10-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს დემონსტრანტს, რომელიც საკრებულოსთან დააკავეს
ზელენსკიმ ტრამპთან Patriot-ის რაკეტების წარმოება და დიპლომატიის დაჩქარება განიხილა
ჯო უილსონი - “ქართული ოცნება” სიტყვის თავისუფლებას “სიძულვილის ენის” შეჩერების საბაბით ანადგურებს, ამ პრორუსულ, პროირანულ, პროჩინურ რეჟიმს ამერიკა ეზიზღება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)