11:33 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 11:41:11, 547 ნახვა

პოლიტიკა
კელი დეგნანი - მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა სააკაშვილის მიმართ

საქართველოში აშშ-ის ელჩი, კელი დეგნანი აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეწუხებულია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით და ყურადღებით აკვირდება პროცესების განვითარებას.

კელი დეგნანმა მოუწოდა ხელისუფლებას, უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ. 

"შეწუხებული ვართ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ვაკვირდებით ყურადღებით პროცესებს როგორც აქ, ასევე, ვაშინგტონში. მნიშვნელოვანია, მას ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო ზრუნვა და მომსახურება. მე არ ვარ ექსპერტი ევროპულ სამართალში, ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებთ, თუმცა კვლავ მოვუწოდებთ სახელმწიფოს, უზრუნველყოს სამართლიანი და მიუკერძოებელი მოპყრობა პრეზიდენტის მიმართ. რადგანაც პრეზიდენტი არის უკრაინის მოქალაქე დაინტერესება უკრაინის სახელმწიფოს არის დიდი, რომ მისი მოქალაქე იქნას დაცული. ჩვენ კვლავ გავაკეთებთ მოწოდებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდნენ პროფესიონალი სამედიცინო წარმომადგენლები", - განაცხადა კელი დეგნანმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics