02:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-30 10:43:26, 1308 ნახვა

მსოფლიო
ევროპარლამენტმა ევროკომისიას კანონის უზენაესობის დარღვევაზე უმოქმედობის გამო უჩივლა

ევროპარლამენტმა ევროკომისიის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროპარლამენტი აცხადებს, რომ ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ არ გამოიყენა ახალი კანონი, რომელიც საშუალებას აძლევს, კანონის უზენაესობის პრინციპების დარღვევის გამო ქვეყნებს ბლოკის დაფინანსება შეუჩეროს.

ამჟამად ევროკომისია პოლონეთისა და უნგრეთის წინააღმდეგ აწარმოებს გამოძიებას ევროკავშირის კანონის უზენაესობის სავარაუდო დარღვევის გამო და მექანიზმის მათთან მიმართებაში ამოქმედების შემთხვევაში ამ ქვეყნებს ათობით მილიარდი ევროს დაკარგვა ემუქრებათ, რომელსაც ისინი ევროკავშირისგან იღებენ.

ევროპარლამენტის განცხადებით კი, ევროკომისია სახელშეკრულებო კანონით უფლებამოსილია, გამოიყენოს მექანიზმი მისი ძალაში შესვლისთანავე და არ დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას მის მართებულობასთან დაკავშირებით.

მექანიზმის ამოქმედების შემთხვევაში, პოლონეთი და უნგრეთი ათობით მილიარდ ევროს დაკარგავენ, რომელსაც ისინი ევროკავშირისგან იღებენ, როგორც წევრი სახელმწიფოები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics