|
2021-10-30 09:47:49, 564 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - გვაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მაინცდამაინც დღეს აპირებს ცუდად გახდომას
ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს, კენჭისყრის დღეს, აპირებს გახდეს ცუდად, იმისთვის რომ მხარდამჭერებში ემოციები აღძრას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ხმის მიცემის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. კობახიძის თქმით, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს სააკაშვილმა, ამას არანაირი წარმატება არ ექნება. „სააკაშვილს რაც შეეხება და მის იმიტირებულ შიმშილობას, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ის მაინცდამაინც დღეს, კენჭისყრის დღეს, აპირებს გახდეს ცუდად, იმისთვის, რომ თავის მხარდამჭერებში რაღაც ემოციები აღძრას, თუმცა ესეც განწირულია წარუმატებლობისთვის, როგორი სიმულაციაც არ უნდა განახორციელოს სააკაშვილმა, ამას არ ექნება არანაირი წარმატება. შიმშილობაზე პასუხისმგებელია მოშიმშილე, რომელიც არის უმძიმესი დამნაშავე, რომლის დაკვეთითაც ადამიანებს აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, ბიზნესებს ართმევდნენ და ა.შ, ამის გამო, მან უნდა კი არ უნდა იშიმშილოს, უნდა მოინანოის. ის არის სამარცხვინო კაცი“, - განაცხადა კობახიძემ.
უკრაინამ რიაზანში Wildberries-ის საწყობი და ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
CENTCOM: აშშ-მ და საუდის არაბეთმა ერაყის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელეს
ირანმა იორდანიაში აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო
ტრამპმა ზელენსკისთან და ნეთანიაჰუსთან მოლაპარაკებები პროდუქტიულად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)