15:06 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-27 11:10:14, 551 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი – ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე, თბილისში არ შემიშვეს

ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე, საქართველოში არ შემიშვეს, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატი, ევგენი გრუშოვეცი წერს.

„ქართული სტუმართმოყვარეობა საკუთარ მაგალითზე გამოვცადე. მე არ შემიშვეს თბილისის აეროპორტში, საქართველოში. მეტიც, მიზეზებიც არ აუხსნიათ. გამომართვეს პასპორტი, გადასცეს ეკიპაჟის მეთაურს. მე ავუხსენი, რომ ჩამოვედი მიხეილ სააკაშვილთან, მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, ვბრუნდები უკრაინაში", – წერს უკრაინელი ადვოკატი.

ამასთანავე, უკრაინელი ადვოკატი აღნიშნავს, რომ მას ბორტგამცილებელმა „დეპორტირებული მგზავრი“ უწოდა და ამჟამად, ის კიევში პასპორტის გარეშე ბრუნდება. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics