10:57 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 15:49:10, 454 ნახვა

საზოგადოება
„დაძმობილების” პროექტი საქართველოს რკინიგზას ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებს

„საქართველოს სამართლებრივი  და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა ევროკავშირის კანონმდებლობასთან სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში“ - ღონისძიება ამ სახელწოდებით  დღეს დისტანციურ ფორმატში გაიმართა.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის გახსნის ცერემონიას საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე, საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლის მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი, დაძმობილების პროექტის ლიდერები და მთავარი ექსპერტები დაესწრნენ.  რკინიგზის გენერალური დირექტორი ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.  

„დიდი ისტორიის მქონე საქართველოს რკინიგზა, დაარსების დღიდან, კერძოდ 1872 წლიდან ისწრაფვის სარკინიგზო ტრანსპორტის ფუნქციონირების გაუმჯობესებისკენ. დაძმობილების პროექტი კი დიდ დახმარებას გვიწევს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით“. - განაცხადა დავით ფერაძემ. 

აღნიშნული პროექტი, 2021 წლის მარტში  დაიწყო და მისი მიზანია საქართველოს სარკინიგზო სექტორის შესაბამის ევროპულ სტანდარტებსა და რეგულაციებთან დაახლოებისა და საქართველოში რკინიგზის მარეგულირებელი გარემოს გაძლიერების ხელშეწყობა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics