00:57 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-26 11:08:22, 2228 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე – „დელტა+“-ის მსგავსი კორონავირუსის ახალი შტამი საქართველოში, ჯერჯერობით, არ დაფიქსირებულა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კორონავირუსთან მიმართებაში ეპიდვითარება გლობალურად უარესდება.

მისივე თქმით, რიგ ქვეყნებში გამოჩენილი „დელტა+“-ის მსგავსი, რომელიც სხვა გენეტიკური ვარიანტის მქონე შტამია, საქართველოში ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა.

„ეპიდსიტუაცია გლობალურად უარესდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს გარკვეულად დაკავშირებულია იმ ახალ შტამთან, რომელსაც აკვირდებიან და ის არ არის ე.წ. ყურადღების ქვეშ მყოფი შტამი. ის ცირკულირებს მაღალი პროცენტით გაერთიანებულ სამეფოში, მაგრამ გამოჩნდა რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩვენს მეზობლად რუსეთშიც. ამიტომ ეს საყურადღებოა. ჯერჯერობით, ჩვენთან ლაბორატორიული კვლევებით ახალი შტამი არ დაფიქსირებულა. ესეც „დელტას“ ნაირსახეობაა „დელტა +“, მაგრამ ის „დელტა+“ არ არის, რომელიც ჩვენ რამდენჯერმე დავაფიქსირეთ. სხვა გენეტიკური ვარიანტია", – განაცხადა გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics