15:04 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 18:09:04, 612 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მეორე ტურს ქარელში, დარწმუნებული ვართ ზაზა გულიაშვილის გამარჯვებაში

ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მეორე ტურს ქარელის მუნიციპალიტეტში, დარწმუნებული ვართ ზაზა გულიაშვილის გამარჯვებაში - განაცხადა „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ქარელში, მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატთან, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელთან და მხარდამჭერებთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, დღეს სრულდება შეხვედრები რეგიონების იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

„დღეს ვასრულებთ შეხვედრებს რეგიონებში, 20 მუნიციპალიტეტში, სადაც იმართება არჩევნების მეორე ტური. ქარელში ჩამოვედით, რომ მხარი დავუჭიროთ ზაზა გულიაშვილს, ძალიან ღირსეულ კაცს, რომელიც გასული რვა წლის განმავლობაშიც ემსახურებოდა ქარელს, მის განვითარებას. დარწმუნებული ვართ ზაზა გულიაშვილის გამარჯვებაში. შევხვდით პარტიის მხარდამჭერებს და კიდევ ერთხელ ვისაუბრეთ საარჩევნო  სამზადისზე, რომელიც გახდება საფუძველი იმისა, რომ  ჩვენ დამაჯერებლად მოვიგებთ მეორე ტურს ქარელის მუნიციპალიტეტში" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics