13:18 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-25 10:48:08, 530 ნახვა

საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი - დევნილებისთვის მოწყობილი სათბურები ხელს უწყობს მათი შემოსავლის ზრდას

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დაფინანსებით იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო.  - ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შესრულებული სამუშაოები   სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ვალერიან მჭედლიძემ მოინახულეს. 

ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, პროგრამის მთავარ მიზანს, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობა და დევნილი ოჯახებისთვის  შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.

„შიდა ქართლის რეგიონში იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის მოწყობილი რამდენიმე სასათბურე მეურნეობა დავათვალიერეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დევნილები პროდუქტის რეალიზაციას თავადვე ეწევიან, რაც ხელს უწყობს მათი შემოსავლის ზრდას“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

დევნილთა სააგენტო სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამას ყოველწლიურად ახორციელებს. 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლონეთი უკრაინას რუსეთის მხრიდან შესაძლო ცრუ დროშის ოპერაციაზე აფრთხილებს
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics