16:03 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-24 17:21:13, 1053 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი - არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს

მე, როგორ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ, მე, როგორ საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერ-მინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება. მე ყველაფერი გავაკეთე, რათა დროულად ჩამომეტანა საკმარისზე მეტი ვაქცინა, მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანე და პირადად ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკებების პროცესში. ყველანაირი ვაქცინა ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, უნდა დავარწმუნოთ და არა ვაიძულოთ, რომ ვაქცინაცია არის ერთადერთი, უალტერნატივო გამოსავალი.

უნდა ჩავერთოთ, ავიცრათ. ჩვენ ორი მილიონი აცრა ჩავატარეთ და მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც სამ თვეში. მე ვფიქრობ, ეს არის საკმაოდ კარგი ეფექტი, ასე ვთქვათ, ეფექტური შედეგი, მაგრამ ასევე, მინდა, ვთქვა, რომ ეს პროცესი არ არის მხოლოდ ჩვენთან. ძალიან ბევრ ეევროპულ სახელმწიფოში, მათ შორის ამერიკაში, ყველგან არის ანტივაქსერების საკმაოდ მძლავრი კამპანია და რეალურად, ჩვენ ვიცით, რომ ეს არის დეზინფორმაცია. ვიმეორებ, ჩვენ უნდა ვენდოთ მეცნიერებს, არ უნდა დავუგდოთ ყური, არ უნდა დავუჯეროთ ყალბ ინფორმაციებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.



 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics