16:04 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-24 15:32:02, 929 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელია - შიმშილობს და სასამართლო პროცესი არ ჩაუნიშნეს, რა არის ეს თუ არა დატყვევება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია აცხადებს, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანა. ამის შესახებ, მისი თქმით, ხელისუფლებას მთელი კონსილიუმი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი აფრთხილებს. 

„სატელეფონო ზარების განხორციელების საშუალება არ მიეცა პატიმარს, რამდენი დღეა შიმშილობს და სასამართლო პროცესი არ ჩაუნიშნეს. რა არის ეს თუ არა დატყვევება. ადამიანი ჰყავთ დატყვევებული და მთელი კონსილიუმი, პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი ითხოვს, აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ მისი გადაყვანა საჭიროა მრავალპროფილურ საავადმყოფოში და არა იქ, სადაც უპირებენ. ამიტომ, მე ხელისუფლებას მოვუწოდებ კიდევ ერთხელ, ორჯერ დაფიქრდნენ მართლა ცეცხლს ეთამაშებიან, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მოთმინებას ეთამაშებიან. არაფერი ექსტრაორდინალური თხოვნა არ არის, რომ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ადამიანი თუ ეს მდგომარეობა შეიქმნა, გადაიყვანონ მეტად დაცულ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც იქნება ყველა სახის პირობა, რომ უზრუნველყონ მისი ჯანმრთელობა. ამ დროს აქ გაჯიუტება ხელისუფლების მხრიდან რა არის, თუ არა უპასუხისმგებლობა“, – ამბობს მელია.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ციხიდან წერილი გაავრცელა, სადაც ამბობდა რომ შიმშილობა დაიწყო და  შეწყვეტას არ აპირებს მანამდე, ვიდრე თავად და მის გამო დაკავებული ადამიანები არ იქნებიან გათავისუფლებულები. ის მე-24 დღეა შიმშილობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თინათინ რუხაძის და მისი მოადგილის გათავისუფლების შესახებ ბრძანება გამოსცა
სუს-მა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მსხვილი კრიმინალური დაჯგუფების სამი წევრი დააკა
საგარეო მიესალმება ნაურუს მიერ ოკუპირებულ ცხინვალთან და აფხაზეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმებას
კუპრაძე - არაბული ინვესტიციები, რეალურად, არ არსებობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics