01:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-22 09:54:57, 1202 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ დაიცავს ტაივანს, თუ ჩინეთი ამ ქვეყანას თავს დაესხმება

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თქვა, რომ აშშ დაიცავს ტაივანს, თუ ჩინეთი ამ ქვეყანას თავს დაესხმება,  -  ”დიახ, ჩვენ გვაქვს ვალდებულება დავიცვათ ტაივანი”, - თქვა ბაიდენმა ქალაქის მერიის კითხვაზე, დაიცავს თუ არა აშშ ტაივანს.

როგორც „ბიბისი“ წერს, ბაიდენის უკანასკნელი განცხადება ამ კურსის ცვლილებაზე მიანიშნებს. მიუხედავად ამისა, თეთრ სახლში განმარტავენ, რომ ვაშინგტონი პოზიციას არ ცვლის.

აშშ დიდი ხანია პრაქტიკაში იყენებს "სტრატეგიულ გაურკვევლობას", როდესაც საქმე ეხება ტაივანის დაცვის რთულ საკითხს.

ეს ნიშნავს, რომ აშშ განზრახ ორაზროვანია იმის შესახებ, თუ რას გააკეთებდა ჩინეთის კუნძულზე თავდასხმის შემთხვევაში.

ჩინეთი ტაივანს განიხილავს, როგორც სეპარატისტულ პროვინციას, რომელიც შეიძლება საჭიროების შემთხვევაში ერთ დღეს უკან დაიპყროს, ხოლო ტაივანი ირწმუნება, ის არის სუვერენული სახელმწიფო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics