01:16 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-21 20:55:40, 1327 ნახვა

მსოფლიო
ოპოზიციონერმა ლუბოვ სობალმა რუსეთი დატოვა - პუტინის ფაშისტურმა რეჟიმმა მაიძულა წავსულიყავი

ოპოზიციონერმა ლუბოვ სობალმა რუსეთი დატოვა. ტელეკომპანია "დოჟდის" ინფორმაციით, ოპოზიციონერი ქვეყანაში აღარ იმყოფება. -  "პუტინის ფაშისტურმა რეჟიმმა მაიძულა წავსულიყავი" - აღნიშნა, მან ტელეკომპანიასთან საუბარში.
"ეს არის პოლიტიკური აბსურდი. ჩემი იძულება, რომ ქვეყნიდან გავიდე, ვლადიმერ პუტინის დამსახურებაა. პუტინი და მისი მეგობრები დაკავებული არიან ჩემი და ალექსეი ნავალნის განადგურების მცდელობით. მე არ ვნებდები და ვაგრძელებ ბრძოლას. " - აცხადებს ლუბოვ სობალი.

ოპოზიციოერის თქმით, ის თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და "პუტინის ფაშისტური რეჟიმისგან" ყველაფერს ელოდება. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სობალი არ ასახელებს რომელ ქვეყანაში იმყოფება.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის თანამოაზრე ლიუბოვ სობოლი ძებნილად გამოაცხადა. 

სობოლის მონაცემები შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიაში დაემატა. უწყების ინფორმაციით, სობოლის ძებნილად სისხლის სამართლის მუხლით გამოცხადდა.

ლიუბოვ სობოლი ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამოაზრე და მხარდამჭერია. ის ნავალნის ანტიკორუფციული ფონდის ადვოკატი იყო. ნავალნის ორგანიზაცია ივნისში "ექსტრემისტულ" ორგანიზაციად გამოცხადდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics