01:15 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-20 17:22:52, 1017 ნახვა

მსოფლიო
ინდოეთში წყალდიდობის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა

ინდოეთში ამ კვირაში რეკორდულმა ნალექმა და ძლიერმა წვიმამ წყალიდობა გამოწვია, რომლსი შედეგადაც სულ მცირე 73 ადამიანი დაიღუპა. - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

 სახელმწიფოს ოფიციალური პირების განცხადებით, 46 ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთ შტატში უტარაკაჰანდის და 27 ცხედარი იპოვეს სამხრეთ შტატში, კერალაში.

დაზარალებული ტერიტორიების საჰაერო კადრებმა აჩვენა ადიდებული მდინარეები და სოფლები, რომლებიც ნაწილობრივ დაიტბორა.

"წყალდიდობის შედეგად დიდი დანაკარგია ... მოსავალი განადგურებულია, ადგილობრივ მოსახლეობას ბევრი პრობლემა ემუქრება, გზები და  ხიდები ჩამოიშალა", - განაცხადა სახელმწიფოს მთავარმა მინისტრმა პუშკარ სინგ დჰამმა

უტარაკაჰანდის შტატის ერთ-ერთი რეგიონიდან, ადგილობრივ ხელისდუფლებას 3 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაციის განხორციელება მოუწია. 26 საევაკუაციო ბანაკში 200-ზე მეტი ოჯახია განთავსებული. მდინარეების ადიდების გამო, დატბორილია სოფლები, განადგურებულია მოსავალიც.

ინდოეთი მეტეოროლოგიური სადგურის ინფორმაციით, ძლიერი წვიმები კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics