19:03 - 29 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-19 23:03:32, 607 ნახვა

პოლიტიკა
ომბუდსმენი სააკაშვილზე – ნებისმიერ დროს შესაძლოა, გართულდეს მდგომარეობა, ექიმთა რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაციაა

ნებისმიერ დროს შესაძლოა, გართულდეს მდგომარეობა, ექიმთა რეკომენდაცია ჰოსპიტალიზაციაა, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ იუტიციის სამინისტროში, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გამართული კონსილიუმის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ექიმთა შეფასებით, ამ წუთის მდგომარეობით, ანალიზების გათვალისწინებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, მაგრამ გამომდინარე, იქიდან, რომ არის მე-19 დღე შიმშილობის, ნებისმიერ დროს შესაძლოა, გართულდეს მდგომარეობა,ამიტომ პრევენციული მიზნით რეკომენდაციას უწევენ მის ჰოსპიტალიზაციას. 

რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპისთვის ამაზე თანხმობა არ აქვს გაცემული მიხეილ სააკაშვილს. ამიტომ ვმსჯელობთ, რომ სანამ თანხმობას განაცხადებს ადგილზე იყოს მობილიზებული სამედიცინო პერსონალი, თუკი მდგომარეობა გართულდება. 

თუ პატიმარი უარს აცხადებს, სამწუხაროდ, მას სამედიცინო მომსახურება არ გაეწევა, სანამ არის საღ გონებაზე. თუმცა თუ ვითრება გართულდა და პაციენტი გადაუდებელ ჩარევას საჭიროებს, მაშინ კრიტიკულ სიტუაციაში ექიმები ვალდებულები არიან, გაუწიონ დახმარება. დიდი იმედი მაქვს, რომ იქნება მიხეილ სააკაშვილის თანხმობა ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით", - განაცხადა ომბუდსმენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
ქარელში კაცმა ბენზინი გადაისხა - კაცი კლინიკაშია გადაყვანილი
ქობულეთში ცოლზე ძალადობის ბრალდებით კაცი დააკავეს
ბაქომ უკრაინას კრიტიკული ინფრასტრუქტურის შესაკეთებლად 40 ტონა აღჭურვილობა გაუგზავნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics