|
2021-10-19 12:45:41, 748 ნახვა
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სააკაშვილზე - საჯარო მოხელეებს მივმართავ, უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ დაუჯერონ
საქართველოს საჯარო მოხელეებს მივმართავ, უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ დაუჯერონ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთადერთი მიზანი ქვეყნის არევაა. „მიხეილ სააკაშვილის მიმართვა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, თუ რამდენად ფარისევლურია თავად მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“. ერთი მხრივ, საუბრობენ შერიგებაზე და თითქოს სამშვიდობო მისიით ჩამოდიოდა სააკაშვილი, მაგრამ ეს მიმართვები გვაჩვენებს, რომ მათი ერთადერთი მიზანია ქვეყნის არევა და ეს პირდაპირი მოწოდებაა კანონის დაუმორჩილებლობისკენ, რაც მათ მიზნებს და ზრახვებს ავლენს. საჯარო მოხელეებს მივმართავ, რომ უკრაინის მოქალაქის მოწოდებებს არ დაუჯერონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)