18:02 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-19 11:07:46, 661 ნახვა

საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალურმა მრჩეველმა მთავრობათაშორის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

შვეიცარიის კონფედერაციის ქ.ბერნში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური მრჩეველმა, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და კომუნიკაციების მინისტრმა, სიმონეტა სომარუგამ კლიმატის ცვლილების სფეროში მთავრობათაშორის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. - ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

ხელშეკრულება ითვალისწინებს მთავრობათაშორისი პარტნიორობის გაღრმავებას, რაც  ქართულ მხარეს საშუალებას მისცემს, შვეიცარიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელოს ქვეყნისთვის პრიორიტეტული პროექტები კლიმატის ცვლილების გავლენის შესამცირებლად.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, მრავალწლიანი მუშაობის შედეგად, ორ ქვეყანას შორის გაფორმდა მთავრობათაშორისი შეთანხმება, რომელიც საქართველოში კლიმატის შემარბილებელი ღონისძიებების დაფინანსების საშუალებას მოგვცემს. ეს იქნება კონკრეტული მექანიზმები იმისათვის, რომ, ერთი მხრივ, საქართველოს ეკონომიკის განვითარებას შევუწყოთ ხელი, მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, ვიზრუნოთ კლიმატის ცვლილების შერბილებაში არამხოლოდ საქართველოს წვლილის გაზრდაზე, არამედ ვიმოქმედოთ გლობალურად სათბური აირების შემცირებისთვის”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე, სიმონეტა სომარუგამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კლიმატის ცვლილების სფეროში მნიშვნელოვანი შეთანხმება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის კონკრეტულ სოციალურ და ეკონომიკურ მხარდაჭერას გულისხმობს.

„ჩვენ შეგვიძლია მსოფლიოს ვაჩვენოთ, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა პარიზის შეთანხმების ფარგლებში ყველასთვის სასიკეთო იქნება და რომ ჩვენ დავნერგავთ მაღალ სტანდარტებ”, - განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის ფედერალური მრჩეველმა.

ქ. ბერნში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვეიცარიის კონფედერაციასა და ლიხტენშტეინის სამთავროში რევაზ ლომინაძე ესწრებოდნენ.

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics