18:01 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-18 19:35:43, 609 ნახვა

საზოგადოება
აშშ-ის თავდაცვის მდივანი სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე იმყოფებოდა

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ჯუანშერ ბურჭულაძესთან და თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ბაზას ესტუმრა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი ქართულ-ამერიკულ „გაერთიანებული ერთობლივი გაცვლითი წვრთნების“ (JCET) მიმდინარეობას გაეცნო. - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„აშშ-ის არმიის ოპერატიულმა ქვედანაყოფმა, „ალფა“ ჯგუფმა და საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების აღმოსავლეთ ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა ერთობლივი სამედიცინო ევაკუაციის საჩვენებელი სწავლება ჩაატარეს, რომელიც შემთხვევის ადგილზე დაშავებულის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევასა და ევაკუაციის სავარჯიშოებს მოიცავდა. საჩვენებელი წვრთნები ასევე, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისისა“ და „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა სპეციალური ოპერაციების ბაზაზე სტუმრობით საქართველოში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. ლოიდ ოსტინმა სპეციალური ოპერაციების ძალების ბაზაზე სტუმრობამდე მთავრობის ადმინისტრაციასა და თავდაცვის სამინისტროში ოფიციალური შეხვედრები გამართა.“ - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics