19:22 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-15 11:00:07, 485 ნახვა

საზოგადოება
სამინისტრო - ფაროსანასთან ბრძოლის დასკვნით ეტაპზე მოსახლეობის ჩართულობა უმნიშვნელოვანესია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დასავლეთ საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას  გაეცნო. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, გურიისა და სამეგრელოს  სახელმწიფო რწმუნებულებთან   და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, გიორგი ხანიშვილმა რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. შედეგების შეჯამებისას აღინიშნა, რომ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები წელსაც წარმატებით ჩატარდა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაზიანება მინიმუმამდე შემცირდა, ადგილობრივმა მოსახლეობამ და ფერმერებმა სიმინდის და თხილის კარგი მოსავალი მიიღეს, თუმცა,  მავნებელთან ბრძოლის დასკვნით ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებების პარალელურად, მოსახლეობის აქტიური ჩართულობა და გამოსაზამთრებლად საცხოვრებელი სახლებისკენ და შენობებისკენ მიგრირებული მავნებლის მექანიკური მეთოდებით განადგურება.

სამუშაო შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო მართვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მიმდინარე წელს, აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, დასავლეთ საქართველოში, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებსა და აჭარაში, ცივი შესხურების მეთოდით დამუშავდა 35 ათას ჰექტარზე მეტი სოფლების ტერიტორია, 22 ათას ჰექტარზე მეტი სიმინდის მასივი და ჯაგნარი, 100 ჰექტრამდე ტყის პერიმეტრი; თერმული ნისლის ტექნოლოგიით სულ დამუშავდა 70 ათას ჰექტარზე მეტი ფართობი; განთავსდა 5000-ზე მეტი ფერომონიანი დამჭერი, 40 000-ზე მეტი მოიზიდე და გაანადგურე სადგური.

 მექანიკური ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულებზე:

https://www.youtube.com/watch?v=QyaBjJES0cc...

https://www.youtube.com/watch?v=23sHNGIIzSs...

https://www.youtube.com/watch?v=9ivebC0miwI...

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics