|
2021-10-14 20:21:52, 781 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - მიხეილ სააკაშვილის მაგალითი და თავგანწირვა დაილექება და დარჩება ისტორიას
მიხეილ სააკაშვილის მაგალითი და თავგანწირვა დაილექება და დარჩება ისტორიას, - ამის შესახებ ოპოზიციის გაერთიანებულმა მერობის კანდიდატმა, ხატია დეკანოიძემ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განცახადა. „მე მინდა აქედან ჩემს მეგობარს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, პირველ რიგში ვუთხრა, რომ მისი თავგანწირვა, მისი მაგალითი მისი სამშობლოს სიყვარული, რა თქმა უნდა, დარჩება, დაილექება მთელი ისტორიის განმავლობაში. ეს ისტორიის ნათელი მხარეა და დღეს, ვინც ამ ისტორიის ნათელ მხარეს დადგება, აუცილებლად მასთან ერთად შევა ისტორიაში. მიხეილ სააკაშვილის თავგანწირვაზე როცა საუბრობენ, ბევრი ამბობს, რატომ, რისთვის, რისი მოლოდინი ჰქონდა, მაგრამ ყველაზე ძალიან ჩვენ ვიცით, ყველამ, მათ შორის ჩვენმა ოპონენტებმაც, რომ ეს იყო სამშობლოს სიყვარული“, - განაცხადა დეკანოიძემ. შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში, თავისუფლების მოედანზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქცია იმართება.
შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
იან კელი და დევიდ კრამერი: აშშ-მა და ევროკავშირმა „ქართულ ოცნებაზე“ ზეწოლა უნდა გააძლიერონ
PHR: სააპელაციომ დააკმაყოფილა ბექა შონიასთვის სამედიცინო მომსახურების შინ მიღების მოთხოვნა
სააგენტო: 30-31 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა, სეტყვა და ღვარცოფის საფრთხეა მოსალოდნელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)