|
2021-10-11 15:51:16, 597 ნახვა
საზოგადოება
რატი ბრეგაძე - გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რაც ესაჭიროება პატიმრის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას
იუსტიციის მინისტრი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, სააკაშვილი, როგორც მოშიმშილე პატიმარი იმყოფება მუდმივი დაკვირვების ქვეშ და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. „თუკი დადგება ამის საჭიროება, ჩვენი სამედიცინო, ძალიან კვალიფიციური პერსონალის მიერ გატარდება აბსოლუტურად ყველა ღონისძიება, რაც ესაჭიროება პატიმრის ჯანმრთელობის გაუმჯობესებას", - განაცხადა მინისტრმა. რატი ბრეგაძის თქმით, პენიტენციურმა სამსახურმა პატიმარ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ განცხადება იმ ცრუ ინფორმაცის საპასუხოდ გააკეთა, რაც დღის ბოლოს გავრცელდა. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გუშინ, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გაკეთა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა განმარტა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმაშია და ის იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს.
ენერგეტიკული კოლაფსი რუსეთში: უკრაინული დარტყმების ფონზე ,,გაზპრომმა” მუშაობა შეწყვიტა
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)