00:09 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-11 13:12:04, 1054 ნახვა

მსოფლიო
რუსი ჟურნალისტი, ქსენია სობჩაკი მოყვა ავტოავარიაში, რომლის შედეგად 2 ადამიანი გარდაიცვალა

ცნობილი რუსი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ქსენია სობჩაკი შაბათს საღამოს, სოჭში, ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა, რომელსაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც რუსული სააგენტოები იუწყებიან, მძღოლმა, რომელიც მართავდა საჭეს, დანაშაული აღიარა.

თავად რუსი ჟურნალისტი „ტელეგრამში“ წერს, რომ მას „ტვინის შერყევა და მრავალრიცხოვანი ტრავმები აქვს“, თუმცა მიუხედავად ამისა, უარს ამბობს ჰოსპიტალიზებაზე.

ამასთანავე, სობჩაკი წერს, რომ მანქანა, რომელშიც ის იჯდა, მას არ ეკუთვნოდა და ის მძღოლს „არ აჩქარებდა“.

„ინტერფაქსის“ წყარო წერს, რომ მანქანა, რომელშიც რუსი ჟურნალისტი იმყოფებოდა, შეეჯახა სხვა ავტომობილს, რომლის ორი მგზავრიც გარდაიცვალა, მესამე კი, მძიმე მდგომარეობაშია. ჯერჯერობით უცნობია, დაწყებულია თუ არა ფაქტზე გამოძიება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics