|
2021-10-08 13:45:26, 3130 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილის მამა - მიშა, მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა, გთხოვ, შეწყვიტე შიმშილობა!
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი შვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. აღნიშნულის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ,,სხვა საშუალება ჩემ შვილთან, მიშასთან კომუნიკაციისა მე ამ ეტაპზე არ გამაჩნია, იმედია, სოციალური ქსელით მაინც გავაგონებ. მიშა! მოგმართავ, როგორც ექიმი და მამა. საქმე ეხება შიმშილობას, რომელიც არაფერ კარგს არ მოუტანს შენს ჯანმრთელობას, მხოლოდ ავნებს. შენ დაუდექი ქვეყანას გვერდში და საჭიროა ხალხთან შენი ბოლომდე დგომა. შემდგომი ენერგიული, შენებური, დაუღალავი მოქმედება. შიმშილობამ გარკვეულ ეტაპზე თავისი საქმე პროტესტისა გააკეთა. ახლა კი საჭიროა ხალხთან ერთად შენი ენერგიის მობილიზება. იცოდე შიმშილობა უკვე მტრის წისქვილზე ასხამს წყალს. გთხოვ, შეწყვიტე ეს აქცია, მოიკრიფე ძალა და ენერგია შემდგომი ბრძოლისათვის. მიიღე გადაწყვეტილება, მალე შეხვედრამდე“, - აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი. ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი უკვე მეშვიდე დღეა შიმშლობს.
ღარიბაშვილი: სხვა გზა არ დამიტოვეს, რომ წინ არ აღვუდგე ამ ღირსების შემლახავ ბოროტებას
თუ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ, თუ ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა – სოლიდუსის მფლობელი
მიქაუტაძეს ქრთამის სახით აღებული თანხა ლილუაშვილთან კაბინეტში მიჰქონდა - პროკურორი
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)