|
2021-10-06 10:15:45, 319 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეულ მასწავლებელს „მწვანე ჯილდო“ გადაეცა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისთვის, 2021 წლის „მწვანე ჯილდო“, მადლობის სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფ. მარადისისა და სოფ. კასუმლოს საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ ლამარა ბოლქვაძეს გადასცა. უწყების ცნობით, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2017 წლიდან მონაწილეობს ღონისძიებაში „მასწავლებლის ეროვნულ ჯილდო” და, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელით, „მწვანე ჯილდოს” გადასცემს იმ პედაგოგს, რომელსაც მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი აქტივობები აქვს განხორციელებული. „გარემოსდაცვითი განათლების მნიშვნელობის გაზრდისა და ამ მიმართულებით ცოდნის დონის ამაღლებისთვის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. თუმცა, არცერთ ინიციატივასა და განხორციელებულ პროექტს არ ექნება სათანადო შედეგი, თუ მასში არ იქნება ჩართული მოტივირებული და კვალიფიციური პედაგოგი, რომელიც სწორად შეძლებს ამ მნიშვნელოვანი საკითხების სწავლებას”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის, თამარ ალადაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო უკვე მეხუთე წელია „მწვანე ჯილდოთი” აჯილდოებს იმ პედაგოგებს, რომლებიც აქტიურად მუშაობენ გარემოსდაცვითი განათლების კუთხით და ზრდიან მოსწავლეების ცნობიერებას. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობაა. „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს კონკურსია, რომელიც ყოველწლიურად 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღეს იმართება. 2021 წელს, კონკურსის ფარგლებში, ქვეყნის საუკეთესო პედაგოგი ქ. თბილისის წმ.გიორგის სახელობის საერთაშორისო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ხათუნა რაზმაძე გახდა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა დააჯილდოვა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)