|
2021-09-30 13:59:44, 1729 ნახვა
რეგიონი
მსოფლიო საზღვაო დღესთან დაკავშირებით, ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, ბათუმში კიდევ ერთი ამცრელი სივრცე გაიხსნა
მსოფლიო საზღვაო დღესთან დაკავშირებით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობის მიზნით, ბათუმში კიდევ ერთი ამცრელი სივრცე გაიხსნა. დღეიდან ორი კვირის განმავლობაში ვაქცინაციის ჩატარება ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის შენობაში, სპეციალურად მოწყობილ ამცრელ კაბინეტში იქნება შესაძლებელი. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვაქცინაცია ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე პერიოდში ჩატარდება და საზღვაო აკადემიის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, საზღვაო დარგის სხვა წარმომადგენლებს, მათ შორის მეზღვაურებს, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, საშუალება ექნებათ ადგილზე ჩაიტარონ შემდეგი ვაქცინები - ფაიზერი, სინოფარიმი, სინოვაკი. “საზღვაო აკადემიაში ამცრელი პუნქტი გავხსენით, ვინაიდან აკადემიაში სწავლა განახლდება შერეულ რეჟიმში და სტუდენტების ნაწილს მოუწევს ადგილზე მოსვლა, მნშივნელოვანია რომ ხელი შევუწყოთ მათ იმუნიზაციის პროცესს. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საზღვაო აკადადემიისთან და უნდა აღინიშნოს, რომ ამ ეტაპზე აკადემიის პერსონალის 80%-მდე უკვე აცრილია. მე ვთხოვ და მივმართავ ყველა პირველკურსელს ჩაიტარონ ვაქცინაცია, რათა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა შეძლონ სწავლის პროცესის დასწრებულ ფორმატში განახლება,“- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. „ვარ მეოთხე კურსის სტუდენტი, ვფიქრობ დისტანციურ სწავლებას სჯობს აუდიტორიებში დაბრუნება, ამოტომ დღეს ჩემს კურსელებთან ერთად მოვედი აკადემიაში და ჩავიტარე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. არ მინდა სწავლის ბოლო წელიც დისტანციურად ჩაიაროს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას დროულად აიცრან“, - აღნიშნა აკადემიის სტუდენტმა, ირაკლი ბერიძემ. ვაქცინაციის მოცვის მაჩვენებლის გზარდის მიზნით აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრისა და დაავადებათა კონტროლის წარმომადგენლები ყოველდღიურ რეჟიმში მართავენ საინფორმაციო შეხვედრებს სხვადასხვა დაწესებულებებში, პარალელურად ამ ორგანიზაციებში ხდება გამსვლელი ბრიგადების მისვლა და დასქმებულთა ვაქცინაცია. მართალია, ბოლო პერიოდში შემცირდა აცრის მსურველთა რაოდენობა და დღის განმავლობაში დაახლოებით 1 500 შეადგენს, მიუხედავად ამისა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ წლის ბოლოს გვყავდეს მოსახლეობის 60% აცრილი. ამ მიზნით ვაქცინაცია მიმდინარეობს აჭარის სოფლებში, გამსვლელი ბრიგადების ჩართულობით - განაცხადა მინისტრმა. დღეისათვის აჭარაში ჩატრებულია - 206 215 დოზა ვაქცინა. მ.შ. ორი დოზა - 91 405. ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 32,3 %, რაც ზრდასრუილი მოსახლეობის 42,4 %-ს შეადგენს. ორი დოზით აცრილია მოსახლეობის 25.8 %, ზრდასრული მოსახლეობის 33.8 %.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)