00:11 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-27 17:22:56, 1049 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა საზღვარზე სამართალდარღვევების ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ოქროს ნაკეთობებისა და არადეკლარირებული საქონლის ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღკვეთეს.

კერძოდ, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის მოქალაქის ს.გ.-ს ფიზიკური დათვალიერების შედეგად, დიდი ოდენობით, 36 778 ლარის ღირებულების, ოქროს საიუველირო ნაკეთობები (წონა 297,13 გრამი) გამოვლინდა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, არადეკლარირებული ოქროს მონეტების (წონა 23,92 გრამი) შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი". საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 3 774 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი საქართველოს მოქალაქე მ.კ. სანქციის სახით, 3774 ლარით დაჯარიმდა.

სამართალდარღვევის ფაქტი აღიკვეთა ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზეც. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეს ლ.გ.-ს კუთნილი ავტომობილით, 11 460 ლარის ღირებულების არდეკლარირებული საქონელი საზღვარზე უკანონოდ შემოჰქონდა. საქართველოს საბაჟო კოდექსის  168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, 11 460 ლარის ოდენობით შეეფარდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics