22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-25 12:17:31, 1121 ნახვა

მსოფლიო
1-ელი ოქტომბრიდან სომხეთში არავაქცინირებული თანამშრომლები ტესტის პასუხის გარეშე ვეღარ იმუშავებენ - ამოქმედდება სანქციები

1-ელი ოქტომბრიდან სომხეთში, არავაქცინირებული მოსახლეობისთვის კორონავირუსის ტესტის პასუხის გარეშე მუშაობისთვის ჯარიმები ამოქმედდება.

როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ჯარიმის თანხა 20 ათას დრამს შეადგენს, თუმცა განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, კომპანიას მეტი თანხის გადახდა მოუწევს.

სომხური მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ჯარიმები შეეხება ძირითადად ყველა სფეროში დასაქმებულ პირებს, კერძოდ, სამთო-მრეწველობის, სამშენებლო, სავაჭრო სექტორის წარმომადგენლებს. ამასთანავე, ტრანსპორტში, სილამაზის სალონებში, აფთიაქებსა და ოფისებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებში, კინოთეატრებში, კულტურულ ცენტრებში დასაქმებულებს.

სომხეთი ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნული ზომები ვირუსის გავრცელებას გააკონტროლებს, ამასთანავე, შეამცირებს მძიმე და ფატალლური შემთხვევების რაოდენობას.

სომხეთის სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორი დავით მელიქ-ნუბარიანი აცხადებს, რომ ქვეყნის ოფიციალური პირები მეტად უნდა მუშაობდნენ მოსახლეობასთან, რათა გაიზარდოს ვაქცინაციის ტემპი, რადგან, მისივე თქმით, დაშინება არ გამოიწვევს იმუნიზაციის პროცესის დაჩქარებას.

ერევანში აცხადებენ, რომ აღნიშნული მეთოდი, კერძოდ, ყოველ 14 დღეში დამსაქმებლებისგან დასაქმებულთათვის კოვიდ19-ის უარყოფითი ტესტის პასუხის მოთხოვნა, ვაქცინაციის იძულებად ითვლება, რადგან, მათივე თქმით, ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს საკუთარი სახსრებით 2 კვირაში ერთხელ ტესტის ჩატარებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics