22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-22 16:03:47, 1245 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში, An-26-ის ტიპის თვითმფრინავი რადარებიდან გაქრა

 რუსეთში An-26-ის ტიპის თვითფრინავი  რადარიდან გაქრა -ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათვე  ცნობები, An-26-თან   ხაბაროვსკის აეროპორტიდან 38 კილომეტრში, წინასწარი მონაცემებით, ხეხცირის ნაკრძალის ტერიტორიაზე დაიკარგა.

ბორტზე ექვსი ადამიანი იყო - პილოტები და ტექნიკოსები.

არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟს ბორტზე რაიმე სახის  გაუმართაობის შესახებ არ განუცხადებია და აფრენა ჩვეულებრივად მოხდა.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის  ვერსიებს შორის გათვალისწინებულია პილოტის შეცდომა და ამინდის პირობები. მათი თქმით, თვითმფრინავს შეეძლო დაეჯახა ბორცვს ნაკრძალში.

თვითმფრინავის ძებნაში ჩაერთო ფედერალური საჰაერო ტრანსპორტის სააგენტოს შვეულმფრენი

განისაზღვრა თვითმფრინავის შესაძლო მდებარეობის ფართობი.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აღნიშნეს, სამძებრო სამუშაოებს ართულებს დღის ბნელი დრო და ცუდი ამინდი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics