22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-22 15:37:38, 1147 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტის პირველ თანაშემწეს ავტომობილი დაუცხრილეს - დაჭრილია მძღოლი

კიევის რეგიონში, დაუდგენელმა პირებმა უკრაინის პრეზიდენტის პირველი თანაშემწის სერგი შეფირის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, მომხდარს შედეგად, მძღოლი დაიჭრა.-ამის შესახებ უკრიანული მედია იუწყება.

მედიის ინფორმაციით,მანქანას 10 -ზე მეტი ტყვია მოხვდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, შემთხვევა კიევ-სვიატოშინსკის რაიონის სოფელ ლესნიკის მახლობლად მოხდა.

ოფიციალურმა პირებმა უარი თქვეს მომხდარის შესახებ უფრო დეტალურად საუბარზე.

„უკრაინის პრავდას“ ცნობით, ინციდენტის შედეგად თავად შეფირი არ დაშავებულა.

გენერალური პროკურორი ირინა ვენედიქტოვა უკვე მივიდა შემთხვევის ადგილზე.

შეგახსენებთ, რომ თავად ზელენსკი ამ დროს სამუშაო ვიზიტით იმყოფება ნიუ იორკში, სადაც დაგეგმილია მისი გამოსვლა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მასთან ერთად, სხვა ოფიციალური პირები გაფრინდნენ შეერთებულ შტატებში, მათ შორის პრეზიდენტის აპარატის უფროსი ანდრეი ერმაკი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics