08:22 - 13 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 17:59:58, 1265 ნახვა

რეგიონი
ბათუმში 40 ოჯახს, ,,იაფი სახლის” პროექტის ფარგლებში, ბინები გადაეცა

ბათუმის მერიის  "იაფი სახლის"  პროექტის  ფარგლებში 40 ოჯახს  ბინები გადაეცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბათუმის მერიის მიერ განხორციელებული პროექტის  ხელმისაწვდომი საცხოვრისის (ე.წ. იაფი სახლი) პირველი ეტაპი დასრულდა.

"დღეს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელთან ლელა სურმანიძესთან ერთად პროგრამის ფარგლებში, ჯავახიშვილის ქუჩაზე აშენებულ 2 სახლში 40 ოჯახს  ბინები გადასცა.

პროგრამაში მონაწილე ოჯახების შერჩევა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ, ბინების შერჩევა კი, ლოტოტრონის წესით განხორციელდა.

პროგრამის მეორე ეტაპის განცხადებების მიღება სექტემბრის ბოლომდე გრძელდება. ორივე ეტაპზე 80 ოჯახს გადაეცემა ბინა.

პროექტის ღირებულება სულ 4 მილიონ 667 ათას 746 ლარს შეადგენს", – ვკითხულობთ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უსიკი ტრამპს თეთრ სახლში შეხვდა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს ხელისუფლებას კანონმდებლობის გადახედვისკენ მოუწოდებს
შსს პოლიციელების მიერ ჩადენილ ძალადობის ფაქტებს ადასტურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics