22:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 15:26:46, 1087 ნახვა

მსოფლიო
რუსეთში მოსახლეობა არჩევნების შედეგებს აპროტესტებს

მოსკოვში, პუშკინის მოედანზე, გაიმართა დემონსტრაცია სახელმწიფო სათათბიროს არჩევნების წინააღმდეგ. – აღნიშნულ ინფორმაციას  „ევრონიუსი“ ავრცელებს, მათივე ცნობით, აქცია, ორგანიზებული იყო რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლების მიერ. წვიმისა და ქარის მიუხედავად, რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა მოსკოვის ცენტრში.

როგორც აქციის მონაწილეებმა „ევრონიუსთან განაცხადეს“ ისინი არ არიან კმაყოფილი არჩევნების შედეგებით.

სახელმწიფო დუმის  რამდენიმე კომუნისტური კანდიდატი იმყოფებოდა პუშკინის მოედანზე, მათ შორის ვალერი რაშკინი. ისინი მოითხოვდნენ დედაქალაქში არჩევნების შედეგების გაუქმებას. კომუნისტური პარტია აცხადებს, რომ მათმა კანდიდატებმა "დამაჯერებლად გაიმარჯვეს" რამდენიმე რაიონში.

"ჩვენ ვართ მოსკოვის საქალაქო კომიტეტის კომუნისტური პარტიის წარმომადგენლები, ჩვენი კანდიდატები, კატეგორიულად არ ვეთანხმებით კენჭისყრის შედეგებს. ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს მოსკოვში. " განაცხადა კომუნისტური პარტიის მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივანმა ვალერი რაშკინიმ

 არჩევების შედეგებს რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნიც გამოეხმაურა, მან ამის შესახებ თავის „ინსტაგრამზე” პოსტი დაწერა.

”რამდენადაც მე მესმის, ოფლაინ საარჩევნო უბნების მონაცემების თანახმად, ცხადია, რომ მოსკოვში” ჭკვიანი კენჭისყრის ”კანდიდატებმა გაიმარჯვეს 15–ვე რაიონში ხოლო  პეტერბურგში - 8 – დან 7 – ში.  ამ დროს კი “ერთინი რუსეთმა” შედეგები სრულიად საპირსპიროდ შეცვალა .” – წერს ნავალნი.

 შეახსენებთ რომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში,რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომიისიის მონაცემებით   "ერთიანი რუსეთი პარტიამ ", გაიმარჯვა და  ხმების თითქმის 49.82% მოიპოვა წინასწარი შეფასებით, ერთიანი რუსეთის წევრები იღებენ კონსტიტუციურ უმრავლესობას სახელმწიფო სათათბიროში - 300 -ზე მეტ დეპუტატ მანდატს. 5% -იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს „რუსეთის ფედერაციის კომუნისტურმა პარტიამ“, „ლიბერალ -დემოკრატიულმა პარტიამ“, "სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის" და "ახალი ადამიანები".

კენჭისყრის საბოლოო შედეგები შეჯამდება 24 სექტემბერს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics