15:15 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 14:00:21, 618 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია - ვაქცინაციის ტემპი შემცირდა, ბოლო 24 საათში 7 000 აცრა ჩატარდა, რაც საგანგაშოა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბოლო დღეების განმალობაში ქვეყნის მასშტაბით ვაქცინაციის ტემპი შემცირდა.

როგორც გაბუნია აღნიშავს, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 7 000 აცრა ჩატარდა, რაც ძალიან საგანგაშოა.

„ბოლო დღეებში ვაქცინაციის ტემპი შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ კვირა დღე იყო და შესაძლოა, მეტ მოქალაქეს ჰქონოდა დრო, წასულიყო ვაქცინის გასაკეთებლად, ასე არ მოხდა. გუშინ 24 საათის განმავლობაში 7 000-ზე ოდნავ მეტი აცრა ჩატარდა, რაც რა თქმა უნდა, ძალიან საგანგაშოა და მიუთითებს, რომ სერიოზულად არის საჭირო ვაქცინაციის პროგრამის მეტად სტიმულირება, იქნება ეს საინფორმაციო კამპანიის გაფართოებით, ოჯახის ექიმების მეტად აქტიური ჩართულობით თუ რაიმე სხვა გზით, რათა მაქსიმალურად გააქტიურდეს ვაქცინაციას პროგრამაში მოცვა“, - განაცხადა გაბუნიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის რადამ ახალ პრემიერ-მინისტრად სერგეი კორეცკი დაამტკიცა
ComCom ფორმულას ტერმინების გამო კანონის დარღვევას უკვე მესამედ ედავება
მარია ზახაროვა - საქართველოს დამოუკიდებლობა დასავლეთისთვის ყელში გაჩხერილი ძვალი გახდა
ბრიტანეთის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოში ნარკოტიკული საშუალებების შემოტანას ედავებოდნენ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics