|
2021-09-17 16:31:56, 918 ნახვა
მსოფლიო
უკრაინელმა გააკრიტიკა რუსეთი, ოკუპირებულ ყირიმში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გამო
უკრაინელმა ჩინოვნიკებმა გააკრიტიკეს რუსეთი ოკუპირებულ ყირიმში საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გამო.- ინფორმაციას „ევრონიუსი“ ავრცელებს მათი ცნობით,ნახევარკუნძულზე, რომელიც მოსკოვმა შეიერთა 2014 წელს, პრორუს სეპარატისტებს შეუძლიათ მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და მიიღონ მონაწილეობა ამ შაბათ-კვირის კენჭისყრაში. კიევმა ასევე დაადანაშაულა მოსკოვი, რომ მან ხელოვნურად დააჩქარა პასპორტების გაცემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნებში ჩართულობის გასაზრდელად. არსებული ინფორმაციით რუსეთმა, აღმოსავლეთ უკრაინაში 600 000 -ზე მეტი პასპორტი დაარიგა. მოქალაქეებს შეუძლიათ ხმის მიცემა ელექტრონულად ან რუსეთის სასაზღვრო რეგიონში, როსტოვში. „ გაეროს დაეხმაროს და აღადგინოს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა,რუსეთის ოკუპაცია დასრულდება.-" განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულებამ უკრაინის პარლამენტმა ასევე გამოაცხადა რუსეთის მიერ ყირიმში არჩევნების ჩატარება "უკანონოდ" და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას არ აღიარონ შედეგები. შეეგახსენებთ, რომ რუსეთში საპარლამენტო არჩევნები დღეს დაიწყო და 19-21 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)