20:12 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-11 20:17:19, 903 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს პანდემიის დროს „სხვების სიცოცხლის საფრთხეში ჩაყენებისთვის“ ბრალი წაუყენეს

საფრანგეთის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს აგნეს ბუზინს პანდემიის დროს "სხვების სიცოცხლის საფრთხის ქვეშ ჩაყენებისთვის“ ბრალი წაუყენეს.

ქალბატონმა ბუზინი საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე  2017 წლის მაისში  დაინიშნა თანამდებობა კი კოვიდ-19 პირველი შემთხვევის დადასტურებიდან მალევე დატოვა.

ბრალდება ყოფილ მინისტრს მართლმსაჯულების სასამართლოს პროკურორებმა (CJR) წარუდგინეს, რომლებიც ქვეყანაში ჯანდაცვის კრიზისის დროს მინისტრების მიერ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს იძიებენ. 58 წლის აგნეს ბუზინმა კრიტიკა პანდემიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებებისთვის დაიმსახურა. კერძოდ, 2020 წლის იანვარში მან აღნიშნა, რომ უხანიდან კოვიდ 19-ის გავრცელების რისკი პრაქტიკულად არ არსებობდა, ერთი თვის შემდეგ კი განაცხადა, რომ ქვეყანას ცუნამი ელოდა. ის ასევე მკაცრად გააკრიტიკეს, როდესაც ვირუსის გავრცელების შედეგ გაირკვა, რომ ქვეყანაში დამცავი აღჭურვილობების და პირბადეების დეფიციტი იყო, იანვარში კი მინისტრი ირწმუნებოდა, რომ ქვეყანას ათობით მილიონი პირბადე ჰქონდა მარაგში. .





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics